"გაგონილია ქართველების ერთგულება დემოკრატიული ღირებულებების მიმართ" - მაკრონი პოსტს ქართულად აქვეყნებს

გამოქვეყნდა:

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი საქართველოს პარლამენტიდან "რუსული კანონის" გაწვევას სოციალურ ქსელში ქართულენოვანი პოსტით ეხმაურება. 

მაკრონის განცხადებით, ევროპისკენ მობრუნებულმა საქართველომ იცის, რომ შეუძლია საფრანგეთის მეგობრობის იმედი ჰქონდეს. 

"გაგონილია ქართველების ერთგულება დემოკრატიული ღირებულებების, პრესისა და გაერთიანების თავისუფლების მიმართ.

ევროპისკენ შეტრიალებულმა საქართველომ იცის, რომ შეუძლია საფრანგეთის მეგობრობის იმედი ჰქონდეს", - წერს ემანუელ მაკრონი. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა დღეს, 10 თებერვალს, რუსული კანონი მეორე მოსმენით ჩააგდო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი