
CNN-ზე გამოქვეყნებულ ანალიტიკურ სტატიაში სტატიის ავტორი უილ კატკარტი საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებზე წერს. ავტორი პოლიტიკურ პროცესებში ივანიშვილის როლს განიხილავს და მას არაფორმალურ ოლიგარქ მმართველად მოიხსენიებს:
"ქართველებს არ უნდა სცემდნენ ქუჩაში იმისთვის, რომ იცავენ დემოკრატიას, თუმცა ისინი ამისთვის მზად არიან. საქართველოს არაფორმალურმა მმართველმა, ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა, არასწორად იფიქრა თავის ხალხზე, ისევე როგორც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინელი ხალხი შესაბამისად ვერ შეაფასა
[...]
ივანიშვილი სტაბილურ პოზიციას კარგავს. ის სულ უფრო სასოწარკვეთილ გადაწყვეტილებებს იღებს, რაც მიუთითებს მზარდ მტრობაზე შეერთებული შტატების მიმართ. რაღაც აბსურდული გათვლებით, როგორც ჩანს, ივანიშვილს სჯერა, რომ პუტინი ერთადერთი ადამიანია, რომელსაც შეუძლია მმართველ პარტიას მომავალი წლის არჩევნებში ხელისუფლებაში დარჩენაში დაეხმაროს. მან მხარეები აირჩია", - წერს ავტორი.