"დროას" წევრი შუშანა მაცაბერიძე ამბობს, რომ სტიკერის გაკვრაზე 5 000-ლარიანი ჯარიმა სხვა არაფერია, თუ არა "ოცნების" რეპრესია.
მაცაბერიძე ამბობს, რომ ეს არის "ოცნების" ჩვევა და მიზანი, რომ დააშინონ, დისკომფორტი შეუქმნან ადამიანებს, რომლების გამოდიან და უსამართლობაზე ხმას იმაღლებენ.
შუშანა მაცაბერიძე ამბობს, რომ უსამართლოდ გამოწერილ ჯარიმას არ გადაიხდის.
"თითო-თითო სტიკერზე რომ გამოგყვებიან და დაგაჯარიმებენ წარმოუდგენელია და დაჯერება გაგიჭირდება ადამიანს სანამ ფაქტის წინაშე არ დადგები, მაგრამ ეს არის მათი ჩვევა და მიზანი, რომ დააშინონ, დისკომფორტი შეუქმნან ადამიანებს, რომლების გამოდიან და უსამართლობაზე ხმას იმაღლებენ. მაგრამ დღემდე ვერ გაიგეს, რომ ესე ვერ მოხდება და ვერ დააშინებენ ვერავის. პრორუსი ხელისუფლება გვეუბნება, რომ 7-8-ში გამოხვედი, მე ახლა დავიწყებ რეპრესიებს და გაგცემ პასუხს. ან გვეუბნება, რომ როგორ გაბედე და 24 თებერვლის სტიკერი როგორ გააკარი შენ თბილსის ქუჩებში. ორივე ვარიანტი შეგვიძლია განვიხილოთ, მაგრამ სინამდვილეში რას და რატომ აკეთებენ მხოლოდ ბიძინამ იცის",- ამბობს მაცაბერიძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს "დროას" წევრი შუშანა მაცაბერიძე სტიკერის გაკვრის გამო, 5 000-ლარით დააჯარიმეს.
ამავე თემზე: