უკრაინამ რუსულ ტოტალიზატორებს სანქციები დაუწესა

გამოქვეყნდა:

უკრაინამ რუსეთის ლატარიასა და ტოტალიზატორის წინააღმდეგ სანქციები დააწესა - შესაბამის განკარგულებას ხელი პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოაწერა.

შეზღუდვები, კერძოდ, შეეხება: Sportloto-ს, First International Bookmaker Company-ს, Bet.Ru-ს, CreditService-ს, Sportbet-ს, Betsity-სა და Matchbet-ს. 

სანქციები გულისხმობს უკრაინაში აქტივების ბლოკირებას, სავაჭრო ოპერაციების შეზღუდვას, ეკონომიკური ვალდებულებების შესრულების შეწყვეტას. ასეთი შეზღუდვები დაწესებულია 50 წლის ვადით.

შეგახსენებთ, რომ ზელენსკიმ სანქციების დაწესებაზე განკარგულებას ხელი გუშინ მოაწერა. სიაში შედის 287 ორგანიზაცია და 120 ფიზიკური პირი. მათ შორის არიან ბიზნესმენები რუსეთიდან, სომხეთიდან, კვიპროსიდან, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან, თურქეთიდან და ნიდერლანდებიდან.

ამავე თემაზე:

ზელენსკიმ 120 ფიზიკურ და 287 იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი