ზაზა გახელაძე 26 ივლისს ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს

გამოქვეყნდა:

რუსი ოკუპანტების მიერ დაჭრილი და დაკავებული ზაზა გახელაძე, ოჯახის ინფორმაციით, გუშინ, 26 ივლისს ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს. ამ დრომდე მას ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.

ერთერთი ინფორმაცია, რასაც ოჯახი ფლობს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა. 

შეგახსენებთ, რომ 33 წლის ზაზა გახელაძე 11 ივლისს სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ოკუპანტებმა ჯერ დაჭრეს, შემდეგ კი დააკავეს. საოკუპაციო რეჟიმმა 18 ივლისს საქართველოს მოქალაქეზე განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ზაზა გახელაძე დაკავებულია და კარანტინშია გადაყვანილი. 

საოკუპაციო რეჟიმი აცხადებს, რომ გახელაძე არ დაემორჩილა სამხედროების მოწოდებას, მინიმუმ 5-ჯერ მაინც ესროლა ერთ-ერთ მათგანს და საპასუხო ცეცხლის გახსნის შემდეგ დაიჭრა. მას ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამართალდამცავებმა ბრალი რუსეთი სისხლის სამართლის კოდექსით წარუდგინეს.

საოკუპაციო რეჟიმმა ქართული მხარე კონფლიქტის მოუგვარებლობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ საქართველო საერთაშორისო პარტნიორებთან "აბსურდულ პრეტენზიებს" გამოხატავს. კაბულოვის თქმით, "სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტის" არაღიარებით, ქართული მხარე კონფლიქტის ცივილიზებული გზით მოაგვარების ყველა შანსს კარგავს.

კაბულოვმა მიკერძოებულობაში და საქართველოს სასარგებლო, არაობიექტური განცხადებების გაკეთებაში დაადანაშაულა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაც, რომელმაც განაცხადა, რომ ინციდენტს აქტიურად დააკვირდება.

ოკუპირებული ცხინვალის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას და დასავლელ კურატორებს "უნდა ესმოდეთ", რომ ზაზა გახელაძეს არა მათი დახმარება, არამედ კვალიფიციური იურისტები სჭირდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი