დედის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ კაცს ბრალი წარედგინა - ის დუმილის უფლებას იყენებს

გამოქვეყნდა:

მარტვილში დედის მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. გამოძიება მას დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას ედავება.

ადვოკატის თქმით, დაკავებული დუმილის უფლებას იყენებს. მისივე თქმით, ის ჯერჯერობით საქმის მასალებს არ გაცნობია.

საქმე განსახილველად სასამართლოში, სავარაუდოდ ხვალ, 13 მარტს შევა.

შეგახსენებთ, მარტვილში მკვლელობა 8 მარტს მოხდა. მკვლელობაში ბრალდებულმა კაცმა თავდაპირველად დანაშაული დამალა და თქვა, რომ დედა ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. მოგვიანებით, დაკითხვაზე კაცმა დანაშაული აღიარა.

ამავე თემაზე:

მარტვილში შვილმა დედა მოკლა და დანაშაული აღიარა  - რას ამბობენ ოჯახის წევრები

ავტორ: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი