ექსტრემისტული აქტივობები შარპისა და აკერმანის სახელმძღვანელოებით ხორციელდებოდა - კობახიძე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, "რუსული კანონის" წინააღმდეგ საპროტესტო აქციებზე "რადიკალური ოპოზიციის ექსტრემისტული ახალგაზრდული დაჯგუფებების მიერ იყო ორგანიზებული ძალადობრივი აქტები". მისივე მტკიცებით, "ექსტრემისტული აქტივობები", ძირითადად ხორციელდებოდა ჯინ შარფისა და პიტერ აკერმანის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელოების შესაბამისად:

"გასულ კვირაში არსებითად სწორედ რადიკალური ოპოზიციის ექსტრემისტული ახალგაზრდების დაჯგუფებების მიერ იყო ორგანიზებული ძალადობრივი აქტები, რომლებიც სამართალდამცავი სტრუქტურების წინააღმდეგ განხორციელდა. ექსტრემისტული აქტივობები, ძირითადად ხორციელდებოდა ჯინ შარფისა და პიტერ აკერმანის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელოების შესაბამისად. მათ შორის, სწორედ ამ სახელმძღვანელოში არის აღწერილი ისეთი სიმბოლური აქტები, როგორებიც არის წყლის ჭავლთან დროშიანი მომიტინგის დაპირისპირება, სპეცრაზმთან ყვავილების მიტანა და ასე შემდეგ", - ამბობს ირაკლი კობახიძე

დღევანდელ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ  "ექსტრემისტული ახალგაზრდული პოლიტიკური დაჯგუფებები" გაშიფრეს. იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი