ბურთი ჯერ ისევ საქართველოს მოედანზეა. არსებობს 12 რეკომენდაცია, რომლებიც შესასრულებელია - ზიბერტი

გამოქვეყნდა:

ბურთი ჯერ-ჯერობით ისევ საქართველოს მოედანზეა - ამბობს  ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალური დირექტორი, მიხაელ ზიბერტი ევროკავშირის 12 რეკომენდაციასთან დაკავშირებით

"ჩვენ ვთვლით, რომ ბურთი ჯერ-ჯერობით ისევ საქართველოს მოედანზეა. არსებობს 12 რეკომენდაცია, რომლებიც შესასრულებელია და საქმე ეხება კანონიერ პროცესებს, ნორმების ფურცელზე ასახვას, მაგრამ ასევე მათ იმპლემენტაციას. მთავრობა უნდა იყოს ინკლუზიური და ამ პროცესში მონაწილეობა უნდა მიიღონ ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ.

ჩვენი აქ ჩამოსვლის მიზანი შეხვედრების გამართვაა. ჩვენ შევხვდებით საგარეო საქმეთა მინისტრსა და სხვა ადამიანებს, მათ შორის ცხრა ოპოზიციურ პარტიას და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. ასე რომ, ჩვენი ვიზიტი არის საკმაოდ ფართო" განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა მედიასთან საუბრისას.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი