
"მიხეილ სააკაშვილი დააკავეს პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით... თუ არ გაათავისუფლებენ, აუცილებლად მოკვდება" - ევროპარლამენტში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე, მიხეილ სააკაშვილის შესახებ სხდომის ერთ-ერთმა მომხსენებელმა და მაგნიტსკის სიის მთავარი ავტორმა, უილიამ ბროუდერმა ისაუბრა.
"მიხეილ სააკაშვილი იყო საქართველოს ლიდერი, როდესაც პუტინი საქართველოში შეიჭრა ზუსტად ისე, როგორც 2022 წელს შეიჭრა უკრაინაში. ის პუტინს დაუპირისპირდა და მას შემდეგ პუტინი მასზე შურისძიებას ახორციელებს. წელიწადნახევრის წინ ის დაბრუნდა საქართველოში, სადაც დააკავეს და აბსოლუტურად პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით მიუსაჯეს პატიმრობა. ახლა ის პატიმრობაში კვდება. მან თავისი წონის ნახევარი დაკარგა და მოწამლულია, როგორც დასავლელი ექიმები ამბობენ. თუ მას არ გაათავისუფლებენ, ის აუცილებლად მოკვდება" - თქვა ბროუდერმა.