"ბოლომდე გავშიფრეთ... ზუსტად ვიცით, რა ზომები უნდა იყოს მიღებული რევოლუციური გეგმების ჩასაშლელად" | კობახიძე

გამოქვეყნდა:

ბოლომდე გავშიფრეთ, დღეს ზუსტად ვიცით, საჭიროების შემთხვევაში, რა ზომები უნდა იყოს მიღებული, იმისათვის, რომ ეს რევოლუციური გეგმები ისევე წარმატებით ჩაიშალოს, როგორც შარშან ჩაიშალა და როგორც ერთი კვირის წინ ჩაიშალა, -  ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე TV იმედის ეთერში საუბრობს. 

...ერთი კიდევ, კარგი, რაც მოიტანა ამ პროცესებმა, ბოლომდე გაიშიფრა ის ექსტრემისტული ხაზი, რომელიც მომზადებულია, იყო მომზადებული რევოლუციური გეგმებისთვის. აქაც დავინახეთ, რომ ეს ექსტრემისტული ხაზი მაინცდამაინც ძლიერი ვერ არის. შექმნილია, მათ შორის, ახალგაზრდული ექსტრემისტული დაჯგუფებები, რომლებიც დატრენინგებული იყვნენ ამ მოლოტოვის კოქტეილებისთვის, სხვა ძალადობრივი ქმედებებისთვის. ამაშიც დიდი რესურსი არ არის. ბოლომდე გავშიფრეთ, დღეს ზუსტად ვიცით, საჭიროების შემთხვევაში, რა ზომები უნდა იყოს მიღებული, იმისათვის, რომ ეს რევოლუციური გეგმები ისევე წარმატებით ჩაიშალოს, როგორც შარშან ჩაიშალა და როგორც ერთი კვირის წინ ჩაიშალა, - ამბობს კობახიძე.

მისივე თქმით, "სირცხვილიას", "დროას", "გირჩის" და "ფრანკლინის კლუბის" მიზანი "ლიბერალური ფაშიზმის გავრცელებაა".

...ეს [სტუდენტების გაფიცვა უნივერსიტეტში] არის რადიკალური ოპოზიციის სქემა. ჩვენ ვისაუბრეთ რამდენიმე ორგანიზაციაზე, ესენი არიან "სირცხვილია", "დროა", "გირჩი". ეს ორგანიზაციები და ცალკე ვისაუბრეთ ასევე "ფრანკლინის კლუბზე". ჩვენი მთავარი მიზანი არ არის რა თქმა უნდა იმ ახალგაზრდების დანამუსება, რომლებიც იქ არიან ჩართული . ჩვენ ვაფრთხილებთ ყველას, რომ მიზანი ამ ორგანიზაციების არის ლიბერალური ფაშიზმის, ამ იდეოლოგიის გავრცელება ახალგაზრდებში.

ეს უნდა იცოდნენ იმ ახალგზრდებმაც, რომლებიც დადიან ასეთ ორგანიზაციებში, იზიარებენ მათ პოზიციებს და მათმა მშობლებმაც უნდა იცოდნენ ეს ყველაფერი. ლიბერალური ფაშიზმი არის ძალიან საშიში იდეოლოგია და ჩვენ მაქსიმალურად უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ მოხდეს ამ იდეოლოგიის გავრცელების პრევენცია. სხვადასხვა დროს, სხვდასხვა ფორმით ავლენენ ეს ორგანიზებული ჯგუფები ამ საკუთარ მისწრაფებებს და ეს პირველი შემთხვევა არ არის. სპორტსმენებზე იყო საუბარი, სპორტსმენებზე ბულინგი..., - ამბობს კობახიძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი