
NBC News წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ კრემლის უმაღლესმა წარმომადგენლებმა სამშაბათს დაამტკიცა რუსული სამხედრო გამანადგურებლის აგრესიული ქმედებები შავი ზღვის თავზე, ამერიკული სამხედრო დრონის წინააღმდეგ.
მედიას ინფორმაცია სამმა ამერიკულმა ოფიციალურმა პირმა მიაწოდა, რომლებიც დაზვერვას იცნობენ. რუსულმა გამანადგურებლებმა საავიაციო საწვავი ჩამოაგდეს MQ-9 Reaper-ზე, რაც უპრეცედენტო ქმედებაა.
ორმა ოფიციალურმა პირმა თქვა, რომ დაზვერვის თანახმად, განზრახვა იყო თვითმფრინავის გადაგდება კურსიდან ან მისი სათვალთვალო შესაძლებლობების გამორთვა..
"რუსეთის ხელმძღვანელობის განზრახვა იყო აგრესიული ყოფილიყო შეჩერებისას", - თქვა ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა.
ერთ-ერთმა წყარომ თქვა, რომ მას არ ჰქონდა მონაცემები, რომ ინსტრუქციები პუტინმა გასცა, ან ის რომ ხელმოწერა პუტინამდე მივიდა. აშშ-ის სხვა ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ გადაწყვეტილება "უმაღლეს დონეზე" იყო მიღებული, თუმცა დამატებითი დეტალები არ გააჟღერეს.
სამმა თავდაცვის ჩინოვნიკმა და ბაიდენის ადმინისტრაციის ერთმა წარმომადგენელმა ასევე თქვა, რომ რუსები უკვე მიაღწიეს იმ ადგილს, სადაც MQ-9 Reaper ჩამოვარდა. ისინი აქტიურად ეძებენ ნამსხვრევებს, მაგრამ აშშ ვერ ხედავს რაიმე ნიშანს, რომ მათ რამე იპოვეს. ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ნაწილების უმეტესობა შავ ზღვაში ჩაიძირა. ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა, განაცხადეს, რომ მიიღეს ზომები დრონის პროგრამული უზრუნველყოფის გასაუქმებლად და რომ რუსეთი ვერ შეძლებს მისგან საიდუმლო ინფორმაციის შეგროვებას.
რუსეთის თავდაცვა უარყოფს, რომ შავი ზღვის თავზე ამერიკულ დრონს მისი თვითმფრინავები შეეჯახნენ და ამბობს, რომ ის თავისით ჩამოვარდა. ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმ NBC News-ს განუცხადა, რომ არ იციან რამდენად მიზანმიმართული იყო დარტყმა, მისი განცხადებით, შესაძლოა ეს არაკომპეტენტური საავიაციო ქმედება იყო.