იმერეთის გუბერნატორს ახალი ავტომობილი ჰყავს. ზვიად შალამბერიძე დღეიდან “ტოიოტა ქამრით” გადაადგილდება. ახალი ავტომობილი უკვე დგას სამხარეო ადმინისტრაციის წინ, გუბერნატორის ავტომობილის კუთვნილ ადგილზე.
შეგახსენებთ, რომ ახალი ავტომობილი რამდენიმე კვირის წინ იყიდა ქუთაისის მერმა.