
"მე მინდა, რომ ზოგადად თავი შევიკავო კომენტირებისგან, იმიტომ, რომ ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, ყველამ პასუხისმგებლობით შეხედოს საკუთარ მაღალ პოზიციას, როდესაც ხარ სახელმწიფოს მეთაური, განსაკუთრებით პრეზიდენტი და მათ შორის, როცა ხარ ყოფილი პრეზიდენტი ეს არ გათავისუფლებს შენ იმ პასუხისმგებლობისგან რომელიც აღებული გაქვს საქართველოს ხალხის წინაშე და ეს პასუხისმგებლობა მინიმუმ, ვფიქრობ, რომ ავალდებულებს ყველას, რომ იყოს აკადემიური, თავშეკავებული, იზრუნოს სამოქალაქო მშვიდობაზე და არა საზოგადოების გახლეჩვაზე. მინიმუმ ეს არ გაკეთოს რომ საზოგადოების გახლეჩვაზე იმუშაოს და რა თქმა უნდა, ასეთი სახის მოწოდებები იმ ცოდნით, რომ საქართველოს ხელისუფლებას მხარს უჭერს მოსახლეობის უმრავლესობა, ასეთი მოწოდებები პირდაპირ მიმართულია საზოგადოების გახლეჩისკენ და რადიკალიზაციისკენ."
ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ინიციატივაზე საუბრისას.