აშშ შავ ზღვაზე, ამერიკული დრონისა და რუსული ავიაგამანადგურებლების კონტაქტის ამსახველ ვიდეომასალას აქვეყნებს

გამოქვეყნდა:

აშშ-ის ევროპული სარდლობა შავი ზღვის თავზე, ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატისა და რუსული ავიაგამანადგურებლების კონტაქტის ამსახველ ვიდეომასალას აქვეყნებს.

ვიდეოში ჩანს, როგორ ცდილობენ რუსული თვითმფრინავები ამერიკულის ჩამოგდებას. კერძოდ, ისინი საწვავს ასხამენ ამერიკულ დრონს. 

როგორც აშშ-ის ევროპული სარდლობა აღნიშნავს, ამის შემდეგ უპილოტო აპარატიდან მიღებული ვიდეო იშლება, როდესაც რუსული გამანადგურებელი აპარატს ეჯახება და მის პროპელერს აზიანებს.

შეგახსენებთ, 14 მარტის საღამოს, რუსული სუ-27-ის გამანადგურებელი საერთაშორისო საჰაერო სივრცეში, შავი ზღვის თავზე ამერიკულ სადაზვერვო უპილოტო საფრენ აპარატს, MQ-9 Reaper შეეჯახა. რუსეთი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ამერიკული დრონი თავისით ჩამოვარდა

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი