ერთკანდიდატიან არჩევნებში ჯანი ინფანტინო FIFA-ს პრეზიდენტად მესამედ აირჩიეს

გამოქვეყნდა:

ჯანი ინფანტინო FIFA-ს პრეზიდენტად, კიდევ ოთხი წლით ხელახლა აირჩიეს. 52 წლის ინფანტინო ხუთშაბათს, რუანდის დედაქალაქში თანამდებობაზე ოფიციალურად დაამტკიცეს.

ის პოსტზე 2027 წლამდე იქნება. ინფანტინო საპრეზიდენტო არჩევნებზე წარმოდგენილი ერთადერთი კანდიდატი იყო. 

"მათ, ვისაც ვუყვარვარ და ვიცი, რომ ბევრია ასეთი, და ვისაც ვძულვარ... მიყვარხართ ყველა", - თქვა ინფანტინომ.

ინფანტინომ თქვა, რომ ფიფას შემოსავალმა რეკორდულ დონეს მიაღწია 2019-22 წლების ბოლო ციკლში, მაგრამ პირობა დადო, რომ არსებითად გაზრდის მას ისევ კაცთა და ქალთა მსოფლიო ჩემპიონატების გაფართოებული ტურნირებისა და 32-გუნდიანი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის შემოღების შემდეგ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი