ახალი ერთიანი ოპოზიციური საბჭო - მარგველაშვილის თქმით, ოპოზიციასთან შეხვედრებისთვის მზადაა

გამოქვეყნდა:

საქართველოს მოქმედი ხელისუფლება გასცდა ლეგიტიმაციის ფარგლებს და საჭიროა ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარება - ამ განცხადებას ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი აკეთებს, და ინიატივით გამოდის, რომ შეიქმნას ოპოზიციური საკოორდინაციო საბჭო.

გიორგი მარგველაშვილის აზრით, პოლიტიკურმა ძალებმა აქედანვე უნდა დაწყონ მზადება  და მოსახლეობასთან კომუნიკაციის ერთიანი სტრატეგიაც უნდა ჩამოაყალიბონ.

როგორც გიორგი მარგველაშვილი განმარტავს, ოპოზიციამ სასწრაფოდ შესთავაზოს მოქალაქეებს მოქმედი ხელისუფლების ალტერნატივა. ის ამბობს, რომ  მზადაა პირადად ჩაერთოს ამ პროცესების კოორდინაციაში და შეხვდეს ოპოზიციის ლიდერებს.

"როგორც ქართული საზოგადოების ფართე ჯგუფებმა, ასევე, ჩვენმა პარტნიორებმა თვალნათლივ დაინახეს, ის, რასაც პოლიტიკოსები ვხედავდით, ვამბობდით მანამდეც "ქართული ოცნება" არის თავიდან ბოლომდე რუსეთის ხელისუფლების დღისწესრიგით მოქმედი ჯგუფი. 

იქიდან გამომდინარე, რომ პოლიტიკური მიზანი არის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, იმისთვის, რომ ეს მოხდეს, მთავარი, რაც უნდა გავაკეთოთ - ვაჩვენოთ ქართულ საზოგადოებას, ჩვენს პარტნიორებს: რა მოდელით, რა ფორმატით მოხდება ხელისუფლების გადაბარება, რომ ეს არ გამოიწვევს არანაირ დაძაბულობას, არანაირ არეულობას. 

ყოველთვის ვინარჩუნებდი ურთიერთობას პოლიტიკურ ძალებთან და გავაგრძელებ იგივეს. ძალიან კრაგი, რომ მოწონებულია, სხვანაირად მე ვერ ვხედავ პოზიტიურ დღის წესრიგს. რა თქმა უნდა, შევხვდები ოპოზიციას, რადგან დაინტერესდნენ, შევხვდები",- ამბობს მარგველაშვილი. 

ინიციატივის დაყენების შემდეგ მეოთხე პრეზიდენტი "ქართულმა ოცნებამ" გააკრიტიკა. პარლამენტის თავმჯდომარისა და "ოცნების" წევრის, შალვა პაპუაშვილის შეფასებით, მარგველაშვილის ინიციატივა საზოგადოების გახლეჩას შეუწყობს ხელს. 

"როდესაც ხარ ყოფილი პრეზიდენტი ეს არ გათავისუფლებს შენ იმ პასუხისმგებლობისგან რომელიც აღებული გაქვს საქართველოს ხალხის წინაშე და ეს პასუხისმგებლობა მინიმუმ, ვფიქრობ, რომ ავალდებულებს ყველას, რომ იყოს აკადემიური, თავშეკავებული, იზრუნოს სამოქალაქო მშვიდობაზე და არა საზოგადოების გახლეჩვაზე, მინიმუმ ეს არ გააკეთოს რომ საზოგადოების გახლეჩვაზე იმუშაოს და რა თქმა უნდა, ასეთი სახის მოწოდებები, იმ ცოდნით, რომ საქართველოს ხელისუფლებას მხარს უჭერს მოსახლეობის უმრავლესობა, ასეთი მოწოდებები პირდაპირ მიმართულია საზოგადოების გახლეჩისკენ და რადიკალიზაციისკენ",- თქვა პაპუაშვილმა. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი