"ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობას" მხატვრები შეუერთდნენ. გედევან ფოფხაძის განცხადებით, მოძრაობა ფართოვდება და ბევრი ადამიანი იაზრებს, რომ არ შეიძლება იბრძოლო ევროპისთვის და გყავდეს პოლიტიკური პატიმარი, ეს პოლიტიკური პატიმარი იყოს მედიამენეჯერი.
მისი თქმით, ნიკა გვარამიას პატიმრობა პირდაპირ გამორიცხავს ქვეყნის ევროპული არჩევანის გამარჯვებას.
"მე მივმართავ ქალბატონ პრეზიდენტს, თქვენ თქვით, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია და თუ საქართველოს მომავალი ევროპაშია, გთხოვთ გაათავისუფლოთ უკანონოდ დასჯილი პოლიტიკური პატიმარი ნიკა გვარამია, იმიტომ, რომ ნიკა გვარამიას სახით თავისუფალი აზრი დღეს ჩვენთან არის დატყვევებული", - თქვა მხატვარმა ნიკო ცეცხლაძემ.
"ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობას" დღეს პროფესორები და მეცნიერები შეუერთდნენ.