აპარატი შეისწავლის ამ უმძიმეს ფაქტს - ომბუდსმენი 12 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე

გამოქვეყნდა:

სახალდო დამცველი დიდ დიღომში, 12 წლის მოზარდის გარდაცვალების შემთხვევას ეხმაურება და აცხადებს, რომ აპარატი შეისწავლის ფაქტს, საკუთარი მანდატის ფარგლებში იკვლევს პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან განხორციელებულ მოქმედებებს. 

ცნობისთვის, გუშინ დაკარგული 12 წლის გოგო ღამით დიდ დიღომში გარდაცვლილი იპოვეს.

"სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დღეს მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს.

აუცილებელია, აღნიშნულ ფაქტზე შესაბამისი უწყებების მიერ განხორციელდეს მყისიერი რეაგირება, გამოძიების დროული და ეფექტიანი წარმართვა და მართლმსაჯულების აღსრულება.

სახალხო დამცველის აპარატი, შეისწავლის ამ უმძიმეს ფაქტს და საკუთარი მანდატის ფარგლებში, იკვლევს პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან განხორციელებულ მოქმედებებს, მათ შორის, გამოძიების მიმდინარეობის კუთხით", - წერია განცხადებაში. 

პეტრიწის ქუჩის მიმდებარედ, იქ სადაც ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს საგამოძიებო მოქმედებები უკვე დასრულდა. შსს-მ გამოძიება მომხდარზე დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი