არ მოსწონთ ქართული სპორტის წარმატება, პეტიცია მიზანმიმართული კამპანიაა - კაჭარავა

გამოქვეყნდა:

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარე დავით კაჭარავა ამბობს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" არ მოსწონს ქართული სპორტის წარმატება. მისი აზრით, ისინი ცდილობენ საქართველოს წარმატება, რომელიც "ქართული ოცნების" ხელისუფლების ხელში ხდება, როგორმე დააკნინონ. 

კაჭარავა ამბობს, რომ პეტიციაზე, რომლითაც მას რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომისკენ მოუწოდებენ, "უბრალოდ გაიცინებდა".

"თუ დავაკვირდებით ჩვენ, მე უკვე ფაშისტებს ვეძახი "ნაციონალური მოძრაობის" განშტოებას, ასე რომ ვთქვათ, ამ ფაშისტებს იმას მოაწერეს ხელი, რომ ბავშვებს, ახალგაზრდებს, ასობით მესიჯები, ფოტოები, ბულინგი დაუწყეს ასე რომ ვთქვათ და დღეს ვინმეს შეიძლება რომ პეტიცია გაუკვირდეს. მით უმეტეს, რომ ეს პეტიცია არის მიზანმიმართული კამპანია ქართული სპორტის მიმართ. ქართული სპორტი ბოლო პერიოდში არის ძალიან წარმატებული, იმაზე უფრო წარმატებული თუ აქამდე იყო, რაგბშიც, კალათბურთშიც, ფეხბურთშიც, წყალბურთშიც. და ჩვენ გვახსოვს კონკრეტული პიროვნებები ვისაც მიადგნენ, წარმატებულ სპორტსმენებს, ახლა კონკრეტული სპორტის მიმართულებები, მათ არ მოსწონთ ქართული სპორტის წარმატება, იმიტომ რომ ისინი ცდილობენ იმ საქართველოს წარმატება, რომელიც დღეს ამ ხელისუფლების ხელში ხდება, როგორმე დააკნინონ. მე ამაზე გავიცინებდი უბრალოდ", - ამბობს კაჭარავა. 

 ამ საკითხზე დღეს განცხადება რაგბის კავშირმაც გაავრცელა: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი