პირველი აპრილიდან წარვადგენ ჩემს მოადგილეებს, ვიღაცები მყავს მოაზრებული - იოსელიანი

გამოქვეყნდა:

ლევან იოსელიანი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თამარ კორძაია, შესაძლოა, მის მოადგილედ დაინიშნოს, - განცხადებას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

იოსელიანის განცხადებით, მისი მხრიდან თამარ კორძაიას მიმართ ამგვარი შეთავაზება არ ყოფილა. 

როგორც იოსელიანი ამბობს, იგი ახალ მოადგილეებს აპრილიდან დანიშნავს. 

„ჩემი მხრიდან თამარ კორძაიასთვის ასეთი შეთავაზება არ ყოფილა. შესაბამისად, მე ვიცი, რომ არც მას დაუდასტურებია მსგავსი რამ. არ არსებობს საფუძველი ამ ინფორმაციის, რომელიც ორი დღეა, ტრიალებს. იცით, რომ სახალხო დამცველის აპარატი მუშაობს ყოველწლიურ ანგარიშზე, რომელიც მარტის ბოლოს უნდა გაიგზავნოს პარლამენტში. სამივე მოადგილე თვის ბოლომდე ინარჩუნებს თავის ადგილს და მუშაობს ამ ანგარიშის გაგზავნაზე. პირველი აპრილიდან მე წარვუდგენ საზოგადოებას ჩემს მოადგილეებს, ვინ იქნება, წინასწარ ვერ გეტყვით. თავისთავად, ვიღაცები მყავს მოაზრებული“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

შეგახსენებთ, ლევან იოსელიანი სახალხო დამცველად პარლამენტმა 7 მარტს დაამტკიცა.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი