ფინეთის ნატოში გაწევრიანებას უნგრეთიც დათანხმდა

გამოქვეყნდა:

უნგრეთის საპარლამენტო ჯგუფმა "ფიდესმა" გადაწყვიტა განიხილოს ფინეთის ნატოში გაწევრიანების შესახებ ოქმების რატიფიცირება. პარლამენტში კენჭისყრას 27 მარტს გაიმართება.

"Fidesz" ჯგუფის სახელით მინდა გაცნობოთ, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ მხარი დავუჭიროთ ფინეთის ნატოში გაწევრიანებას...", - წერს სოციალურ ქსელში მატე კოჩისი, საპარლამენტო ჯგუფის "ფიდესის" ხელმძღვანელი

მან დასძინა, რომ პარლამენტი შვედეთის ნატოში გაწევრიანების საკითხზე მოგვიანებით იმსჯელებს.

"ფიდესის" გადაწყვეტილება თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადების შემდეგ გამოქვეყნდა. შეგახსენებთ, რომ ფინეთის გაწევრიანებას ნატოში, ერდოღანიც დათანხმდა.
 

 

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი