რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის მარია ზახაროვას თქმით, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გაცემულ დაკავების ორდერს რუსეთისთვის სამართლებრივი მნიშვნელობა არ აქვს.
როგორც ზახაროვა საკუთარ telegram-ზე წერს, რუსეთი არ თანამშრომლობს ამ ორგანოსთან, შესაბამისად ეს დოკუმენტი კრემლისთვის იურიდიულად ბათილია.
"რუსეთი არ არის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის მხარე და არ ეკისრება ვალდებულებები. რუსეთი არ თანამშრომლობს ამ ორგანოსთან და იუსტიციის საერთაშორისო სასამართლოს მიერ დაპატიმრების შესაძლო "რეცეპტები" იურიდიულად ბათილი იქნება ჩვენთვის", - წერს ზახაროვა ტელეგრამზე
შეახსენებთ, რომ ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ [ICC] პუტინის დაპატიმრების ორდერი გაცსა.
იხილეთ ასევე: