უბედური შემთხვევა თუ მკვლელობა? - 12 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმე

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტრო განზრახ მკვლელობის მუხლით უმძიმეს საქმეს იძიებს. 

ანა იანუ-შაიტიტეს გარდაცვალების მიზეზები უცნობია. მოზარდს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. ექსპერტებმა უნდა დაადგინონ, გამოიწვია თუ არა ყელის არეში მიყენებული დაზიანებამ გოგონას დაღუპვა.

მოზარდის ცხედარი 5 საათიანი ძებნის შემდეგ, სახლთან ახლოს ბუჩქებში იპოვეს. პეტრიწის ქუჩის 10 ნომრის მიმდებარედ შესაბამისი საგამოძიებო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

გოგო მარტო იყო და შემთხვევას თვითმხილველები არ ყავს. ანას ნათესავმა ის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ნახა, უცნობია ვისთან ჰქონდა ბავშვს კომუნიკაცია მათი დაშორების შემდეგ. სამართალდამცველებმა ახლომდებარე ტერიტორიიდან ამოიღეს სათვალთვალო კამერების ჩანაწერები აიღეს ნიმუშები და დაწყებულია მოწმეების გამოკითხვა

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი