რაგბის სამყარო დავით კაჭარავას წინააღმდეგ. სპორტსმენების დიდი ნაწილი აპროტესტებს ყოფილი თანაგუნდელის და ამჟამად ხალხის ძალის წევრის პოლიტიკურ ნაბიჯებს და რუსული კანონის მხარდაჭერის გამო მოითხოვს კაჭარავასგან პოსტის დატოვებას. ყოფილი სპორტსმენი ახლა რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარეა. თავად სპორტული ორგანო საკუთარ თავმჯდომარეს მხარს უჭერს და ოპონენტებს პოლიტიკურ დღის წესრიგს უწუნებს. რეალურად კი რაგბის კავშირის გამგეობა თავად იქცა პოლიტიკურ ინსტრუმენტად ხელისუფლების ხელში - რასაც რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტი ადასტურებს.
იხილეთ ასევე: