"ოფიციალურად დადასტურდა, რომ პუტინი ხ**ლოა" - გონჩარენკო ჰააგას გადაწყვეტილებაზე

გამოქვეყნდა:

 "ოფიციალურად დადასტურდა, რომ პუტინი ხ**ლოა", - ამბობს უკრაინის რადას დეპუტატი ოლექსი გონჩარენკო "მთავარ არხთან" და ჰააგის სასამართლოს ისტორიულ გადაწყვეტილებას აფასებს.

გონჩარენკოს თქმით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება მკაფიო ნიშანია რუსული ელიტისთვის,  სურთ თუ არა პუტინთან ერთად უფსკრულში გადაჩეხა.

"ოფიციალურად დადასტურდა, რომ პუტინი ხ**ლოა, მეორეს მხრივ ეს ძალიან მნიშვნელოვანი სამართლებრივი ნაბიჯია. სასამართლოს გადაწყვეტილებით არსებობს საფუძვლიანი ეჭვი რომ მან ეს დანაშაული ჩაიდინა. ეს ეხება სამოქალაქო პირებისა და ბავშვების დეპორტაციის საკითხს. ეს არის გენოციდი. 123 ქვეყანა ვალდებულია, პუტინი დააკავოს, თუ ის მათი ქვეყნის ტერიტორიაზე აღმოჩნდება. სამწუხაროდ ამ ქვეყნების სიაში არ შედიან რუსეთი, ირანი და ჩინეთი, თუმცა შედის მთელი ცივილიზებული სამყარო. 

თავის მხრივ ეს არის რუსეთის სრული იზოლაციის საკითხი. საერთაშორისო კრიმინალური სასამართლო მეორე საქმესაც განიხილავს. ეს რუსეთის მიერ უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის, ენერგო ინფრასტრუქტურის, საავადმყოფოების და სკოლების მიზანმიმართულ განადგურებას ეხება. საქმეს მსვლელობა მას შემდეგ მიეცემა, როგორც კი პუტინს დააკავებენ. საქმის განხილვა დაუსწრებლად ვერ შედგება. დღევანდელი გადაწყვეტილება მკაფიო სიგნალია რუსული ელიტისთვის, განსაკუთრებით ბიზნეს სექტორისთვის. უნდა გადაწყვიტონ სურთ თუ არა პუტინთან ერთად უფსკრულში გადაჩეხვა. რაც შეეხება ლავროვს და შოიგუს, ვერსად დაიმალებიან. დარწმუნებული ვარ, მალე შოიგუს დაკავების ორდერსაც ვიხილავთ, - ამბობს გონჩარენკო 

ჰააგის გადაწყვეტილებას ეხმაურება კიდევ ერთი უკრაინელი დეპუტატი. იური კამელჩუკის თქმით, ეს არის მკაფიო სიგნალი კრემლის ლიდერისა და მისი კრიმინალური გარემოცვისთვის და ნიშნავს, რომ რუსეთის ფარგლებს გარეთ შესაძლოა ისინი დააკავონ: 

 "საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს გადაწყვეტილება პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან სასამართლომ დაიწყო მოვლენებისთვის შესაბამისი სახელების დარქმევა. ვლადიმერ პუტინი და მისი მაღალჩინოსნები კრიმინალები არიან, რაც გადაწყვეტილების მიზეზი გახდა. ის უკრაინიდან ბავშვებს იპარავდა. მარტივი ახსნა ჰქონდა და ამბობდა რომ ბავშვებისთვის ეს უკეთესი იყო. ეს არანორმალური მოვლენაა. ვლადიმერ პუტინი მართლმსაჯულებას ვერ გაექცევა. ეს არის მკაფიო სიგნალი კრემლის ლიდერისა და მისი კრიმინალური გარემოცვისთვის და ეს ნიშნავს რომ რუსეთის ფარგლებს გარეთ შესაძლოა ისინი დააკავონ. ის ვეღარ შეძლებს სამიტებზე, მათ შორის დიდი ოცეული სამიტზე დასწრებას. რუსეთის ფარგლებს გარეთ მას ყველგან დააკავებენ" - ამბობს კამელჩუკი "მთავარ არხთან" საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ დღეს ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის და ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა. სასამართლოს გადაწყვეტილების მიზეზად უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების გატაცება სახელდება.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი