ჰააგის გადაწყვეტილება პუტინის მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის პროცესის დასაწყისია - ბორელი

გამოქვეყნდა:

პუტინის დაკავების ორდერის გაცემა მისი მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის პროცესის დასაწყისია -  ასე აფასებს ჰააგის გადაწყვეტილებას  ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი.

"ICC-ის გადაწყვეტილება, გამოსცეს ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი სამხედრო დანაშაულისთვის, უკრაინიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციისა და რუსეთში გადაყვანისთვის, არის მისი მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის პროცესის დასაწყისი" - წერს ბორელი 

ბორელის თქმით, ევროკავშირი აფასებს და მხარს უჭერს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მუშაობას.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი