"სამმა კაცმა დააგორა და უმოწყალოდ სცემა" - ქუთაისში მაღაზიის დაცვის თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდნენ [VIDEO]

გამოქვეყნდა:

ფიზიკური ანგარიშსწორება ქუთაისში - ნიკეას ქუჩაზე მდებარე მაღაზიათა ქსელ "ფემილის" ერთ-ერთ ფილიალში უცნობი პირები დაცვის თანამშრომელს სასტიკად გაუსწორდნენ, რის შემდეგაც დაშავებულის სამედიცინო დაწყებულებაში გადაყვანა გახდა საჭირო. 

მაღაზიის თანამშრომლები ამბობენ, რომ სამი უცნობი პირი დაწესებულებაში გვიან ღამით შევიდა. მათ ჯერ პერსონალს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, შემდეგ კი დაცვის თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

"ღამის საათებში მოვიდა სამი არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირი და სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმა მოხდა ჩვენს დაცვის თანამშრომელზე. თავის და გვერდის მიდამოებში შეიმჩნევა კვალი, ძირს იყო დაცემული და ზეწოლა ხდებოდა სამი ადამიანისგან",- ამბობს მაღაზიის თანამშრომელი. 

მაღაზიის მენეჯერი "მთავარ არხს" უყვება, რომ დაშავებული დაცვის თანამშრომელი პირველად დახმარების აღმოჩენის შემდეგ, ექსპერტიზაზე გადაიყვანეს.

"შემოვიდა 3 პირისგან შემდგარი ჯგუფი თუ ბანდა. სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს კერძო დაცვას. სამმა კაცმა ეს ადამიანი დააგორეს და უმოწყალოდ სცემეს. დაზიანებები აქვს თავის არეში, სასტიკად არის ნაცემი. ამას შეესწრო არაერთი ადამიანი",- ამბობს ის. 

ჰყავს თუ არა პოლიციას ყველა პირი იდენტიფიცირებული ჯერ უცნობია. ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი პირია დაკავებული, მიუხედავად იმისა, რომ დაცვის თანამშრომელზე ფიზიკირად რამდენიმე პირმა იძალადა. გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი