"ჰააგის გადაწყვეტილება გზავნილია ივანიშვილისთვისაც, რომ პუტინი დასრულებულია" - ოპოზიციის შეფასებები

გამოქვეყნდა:

სანამ საქართველოს ხელისუფლება ჰააგის ისტორიულ გადაწყვეტილებაზე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერთან დაკავშირებით, დუმს, განცხადებებს აკეთებენ ოპოზიციაში. 

"ბიძინა ივანიშვილის პატრონი, მსოფლიოში აღიარებული ტერორისტი პუტინი, უკვე გამოკეტეს მოსკოვში. ეს ნიშნავს იმას, რომ კრემლის იქით, ცივილიზებულ სამყაროში გადაადგილება აუკრძალეს და თუ ამას დააპირებს, გამოკეტავენ ციხეში. მსოფლიო გასცა მისი დაპატიმრების ორდერი. ეს არის გზავნილი დანარჩენი პუტინისტური ქვეყნებისთვის, მათ შორის ივანიშვილისთვისაც, რომ პუტინი დასრულებულია. შესაბამისად სანქციებიც რუსი ოლიგაქრის წინააღმდეგ უფრო რეალური გახდება",- ამბობს ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი. 

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, "რეფორმების ჯგუფის" წევრი, პაატა მანჯგალაძე კი აღნიშნავს, რომ დუმილი ბოროტების მხარდაჭერის ტოლფასია. 

"ქართული ოცნება" დუმს, ალბათ, დარდობენ, რომ თავიანთი მფარველი უკვე ოფიციალურად icc-ის მიერ აღიარებულია სამხედრო და ომის დამნაშავედ. არსებობს ცივილიზებული მსოფლიო და მკვლელი რუსული რეჟიმი, ვის მხარეს ვართ? აქ დუმილი და მესამე გზის ძიება არის შეცდომა, დუმილი ნიშნავს ბოროტების წახალისებასადა მხარდაჭერს",- ამბობს მანჯგალაძე. 

პარტია "გირჩი-მეტი თავისუფლების" წევრი ცოტნე კობერიძე კი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია არერთი ფაქტორის გამო: "უფრო მეტი საერთაშორისო აღიარება ჰქონდეს, რომ პუტინი არის არამხოლოდ ცუდი პოლიტიკოსი, არამედ დამნაშავე. ამას რომ ხაზი ესმევა ეს მნიშვნელოვანია. 

ამავე თემაზე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი