ჰააგამ პუტინის დაკავების ორდერი გასცა - საქართველოს ხელისუფლება დუმს

გამოქვეყნდა:

უკვე 12 საათზე მეტია, რაც ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პუტინის დაკავებაზე ორდერი გასცა, თუმცა განცახდება ჰააგის გადაწყვეტილებაზე საქართველოს ხელისუფლების არცერთ ოფიციალურ წარმოამდგენელს არ გაუკეთებია. 

უცნობია, რას ფიქრობს საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერმინისტრი, პარლამნეტის თავმჯდომარე, ან მმართველი გუნდის წევრები პუტინის დაკავებაზე გაცემულ ორდერზე. 

აღსანიშნავია, რომ საქართველომ რომის სტატუტის რატიფიკაცია 2003 წლის 5 სექტემბერს მოახდინა. 

საქართველოს ყოფილი ელჩი უზბეკეთსა და ტაჯიკეთში, "საქართველოს დიპლომატთა" კლუბის წევრი, გიგი კუბლაშვილი ამბიობს, რომ "საქართველოს ხელისუფლება ელოდება მესიჯებს კრემლიდან და მერე ივანიშვილისგან. შესაბამისად, სანამ არ იქნება მისგან ტელეფონზე გაგზევნილი მესიჯები, ისინი ხმას არ ამოიღებენ". 

მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი ჰააგის სასამართლოს იურისდიქციას არ ცნობს. თავად სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ორდერს ექნება შემაკავებელი ეფექტი. პიოტრ ჰოფმანსკის, შეფასებით პუტინი 123 ქვეყანაში უსაფრთხოდ ვერ იქნება, სწორედ ამდენი ქვეყანაა რომის სტატუტის ხელმომწერი. შესაბამისად ეს ქვეყნების ვალდებული არიან, სრულად ითანამშრომლონ სასამართლოსთან და მიიღონ დაკავების გადაწყვეტილება.

მაშინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლება დუმს, მსოფლიო ლიდერები ერთხმად თანხმდებიან, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო გადაწყვეტილება ისტორიული მნიშვნელობისაა. 

იხილეთ დასავლელი ლიდერების განცხადებები:

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი