ჰააგას ორდერმა პუტინი, როგორც დიდი პოლიტიკური მოთამაშე, გაანულა - პოდოლიაკი

გამოქვეყნდა:

მსოფლიოს პოლიტიკური კლიმატი მნიშვნელოვნად შეიცვალა. სასამართლოს გადაწყვეტილება კონკრეტული და მკაფიოა. რუსები თავს იმართლებენ, რომ საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს იურისდიქცია რუსეთში არ ვრცელდება, ეს ყველამ კარგად ვიცით - რუსულ სასამართლოებშიც არანაირი იურისდიქცია არ ვრცელდება. ეს ორდერი მნიშვნელოვანია, იმ ქვეყნებს, რომლებიც რომის სტატუტის წევრები არიან, ვალდებულება აქვთ პუტინი დააკავონ თუ ის მათი ქვეყნის ტერიტორიაზე შევა.

ეს არის პუტინის პოლიტიკური კარიერის დასასრული. ეს ასევე მნიშვნელოვანი მესიჯი რუსული პოლიტიკური ელიტისთვის - ისინი უნდა მიხვდნენ, რომ ევროპის პოლიტიკურ არენაზე ინტეგრაციას უნდა დაემშვიდობონ. ისინი მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ვერ წავლენ. საერთაშორისო კრიმინალური სასამართლოს ორდერმა პუტინი როგორც დიდი პოლიტიკური მოთამაშე გაანულა.

 ამბობს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ჰააგის გადაწყვეტილებაზე საუბრისას. შეგახსენებთ, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი