ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან ყოლბაიამ "TV PIRVELI-ის" ჟურნალისტ, ნატო გოგელიაზე თავდამსხმელი მამუკა ანდღულაძე პატიმრობაში დატოვა.
ბრალდების მხარე ანდღულაძის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლასა და ფიზიკურ ძალადობას ედავება.
შეგახსენებთ, რომ "ალტინფოს" წევრი ჟურნალისტს ფიზიკურად 15 მარტს გაუსწორდა, ტელეფონი წაართვა და დაუმტვრია. საქმეს სპეციალური საგამოძიებო სამსახური იძიებს.
ავტორი: თეა ვაშალომიძე
ამავე თემაზე: