"სცენარი იდენტური იყო, კლავდნენ მშობლებს და იტაცებდნენ ბავშვებს" - უკრაინის ბავშვთა უფლებადამცველი ჰააგის გადაწყვეტილებაზე

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის ბავშვთა უფლებებისა და ბავშვთა რეაბილიტაციის საკითხებში, დარია გერასიმჩუკის თქმით, რუსეთმა უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან 744 ათასზე მეტი ბავშვი, უკანონოდ გაიყვანა.

როგორც გერასიმჩუკმა "მთავარ არხთან" საუბრისას თქვა,  ამ გენოციდის უშუალო ორგანიზატორი მარია ლვოვა-ბელოვაა. მისივე თქმით, ბელოვას ჩართვას ბავშვთა უკანონო გაშვილებაში ადასტურებენ, უკრაინაში დაბრუნებული ბავშვებიც. 

"საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი მოვლენაა. ყველამ კარგად დაინახა რაც წარმოადგენს და ვინ არის პუტინი და მისი გარემოცვა.  ამ შედეგის მისაღწევად დიდი ხანი ვმუშაობდით. საქმე გვაქვს ტერორისტ სახელმწიფოსთან. რუსების მიერ გავრცელებული ინფორმაციით ომის დაწყების დღიდან დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან 744 ათასზე მეტი ბავშვი რუსეთის ტერიტორიაზე მოხდა. ჩვენი ამ მონაცემებს არ ვეთანხმებით, რადგან ამ რაოდენობის ბავშვის გაყვანა ფაქტობრივად შეუძლებელია. ჩვენი დადასტურებული ფაქტებით აღრიცხვაზე გვყავს 16 ათასზე მეტი ბავშვი. ეს დადასტურებული მონაცემებია. რაც შეეხება ვარაუდს, საუბარია 200 ათასიდან 250 ათასამდე ბავშვზე. დანაშაულის კვალიფიკაცია კი იმაში მდგომარეობს, რომ ამ ბავშვებს იტაცებენ და შემდეგ აშვილებენ. 

არ ვიცით რა მდგომარეობაში, ან სად იმყოფებიან. სცენარი იდენტური იყო. კლავდნენ მშობლებს და ბავშვებს იტაცებდნენ. ჩვენ მოვახერხეთ და 308 ბავშვი დავაბრუნეთ. მათ მონაყოლზე დაყრდნობით სცენარის რეალური სურათი შევქმენით. 

მინდა შევეხო მარია ლვოვა-ბელოვას საკითხს. ის ამ გენოციდის უშუალო ორგანიზატორია. უკრაინაში დაბრუნებული ბავშვები ადასტურებენ მასთან შეხვედრისა და საუბრის ფაქტებს. ასევე გაშვილების პროცესში უშუალო მონაწილეობასაც. მას პუტინზე არანაკლები დანაშაული მიუძღვის. ახლა აქტიურად ვმუშაობთ დამატებით დეტალებზე, რომელიც ომის დრო დაღუპულ ბავშვებს ეხებათ. საქმის წარმოების პროცესში აუცილებელია ესეც იქნეს გათვალისწინებული, რადგან ესეც გენოციდია. პუტინის და მარია ლვოვა-ბელოვა საერთაშორისო კრიმინალები არიან" - ამბობს დარია გერასიმჩუკი. 

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი, იური საკი ჰააგის გადაწყვეტილებას სამართლიანს უწოდებს და ამბობს, რომ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულისთვის პასუხისმგებლობა პუტინს ეკისრება.

"ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება. უკრაინა პირველივე დღიდან აგროვებდა ფაქტებს იმ დანაშაულების შესახებ რომელიც პუტინმა და მისმა ჯარისკაცებმა ჩვენს ქვეყანაში ჩაიდინეს. ამ პროცესში პროკურატურა, თავდაცვის სამინისტრო, რიგითი მოქალაქეები და არასამთავრობო ორგანიზაციები მონაწილეობდნენ. მტკიცებულები საკმაოდ ბევრი იყო. ეს არის სამართლიანი გადაწყვეტილება, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულისთვის პუტინს ეკისრება პასუხისმგებლობა. ეს არის პირველი ნაბიჯი, რომელიც პასუხისმგებლობის დაკისრებისკენ გადაიდგა. დარწმუნებული ვარ, რუსეთში საპროტესტო განწყობა მძაფრდება, რაც ძალიან კარგია. ძალიან დინამიური პროცესი მიმდინარეობს და გამორიცხული არ არის განსხვავებული მოვლენები ვიხილოთ. შესაძლოა ეს შიდა რუსული პროტესტიც იყოს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ უკრაინული პოზიციის აღიარება. დიდი ხანია ვამტკიცებთ, რომ რუსეთი ტერორისტული ორგანიზაციაა. ბევრმა ქვეყანამ ამ ინიციატივის რატიფიცირებაც მოახდინა და რუსეთი ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოდ აღიარა. რუსეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ უკრაინაში ჩადენილი დანაშაულების, გენოციდისა და მკვლელობის  გამო მკაცრად უნდა აგოს პასუხი. ყველაფერს გავაკეთებთ რათა მეტი მტკიცებულებები და ფაქტები მივაწოდოთ მოსამართლეებს, რათა გამოძიების პროცესი სწრაფი წესით წარიმართოს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ" - ამბობს იური საკი "მთავართან".

შეგახსენებთ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ 17 მარტს პუტინისა და მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერები გასცა. სასამართლოს გადაწყვეტილების მიზეზად უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების გატაცება სახელდება.

 

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი