9 წელში რუსეთმა ყირიმი სამხედრო ფორპოსტად, ჩაგვრის, აგრესიისა და ტერორის ზონად აქცია - უკრაინის საგარეო

გამოქვეყნდა:

9 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ჩაატარა ყალბი "რეფერენდუმი ყირიმის სტატუსის შესახებ", ეს ე.წ. კენჭისყრა ეწინააღმდეგება უკრაინის კონსტიტუციას  -  ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს  განცხადებაში, რომელსაც უწყება ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიის წლისთავთან დაკავშირებით ავრცელებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს აღნიშნავს, რომ ყირიმის ნახევარკუნძული 9 წელია კრემლის კრიმინალური რეჟიმის მსხვერპლია, რომელმაც ის სამხედრო ფორპოსტად, თავისუფლების აღკვეთისა და ჩაგვრის, აგრესიისა და ტერორის ზონად აქცია.

"კრემლის მიერ, ცეცხლსასროლი იარაღის ქვეშ ორგანიზებული ეს "მოქმედება" ეწინააღმდეგებოდა უკრაინის კონსტიტუციას და კანონებს, უხეშად არღვევდა საერთაშორისო სამართლის ნორმებს და არ იყო აღიარებული საერთაშორისო საზოგადოების მიერ“, - წერია განცხადებაში

შეგახსენებთ, რუსეთმა ყირიმის ოკუპაცია 2014 წლის თებერვლის ბოლოს -  მარტის დასაწყისში მოახდინა.

16 მარტს ოკუპანტებმა ჩაატარეს ფსევდორეფერენდუმი ნახევარკუნძულის რუსეთის ფედერაციისთვის მიერთების შესახებ, 18 მარტს კი ამ ფსევდოკენჭისყრის „შედეგები“ რუსეთმა დოკუმენტურად დააფიქსირა უკრაინის ტერიტორიის მიტაცება გააფორმა.

დღეს, ჰააგის სასამართლოს მიერ, ომის დამნაშავედ აღიარებული პუტინი, დროებით ოკუპირებულ ყირიმში ჩავიდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი