კიდევ ერთხელ ვიმეორებთ. რუსეთი დათანხმდა ხელშეკრულების 60 დღით გახანგრძლივებას - ზახაროვა მარცვლეულის შეთანხმებაზე

გამოქვეყნდა:

"კიდევ ერთხელ ვიმეორებთ. რუსეთის ფედერაცია დათანხმდა ხელშეკრულების 60 დღით გახანგრძლივებას", - აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა მარცვლეულის შეთანხმების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით.

"ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ - როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ასევე რუსეთის მუდმივმა წარმომადგენლებმა გაეროში, რომ რუსულმა მხარემ შეატყობინა შეთანხმების ყველა მხარეს, რომ იგი აგრძელებს შეთანხმებას 60 დღით. ამის შესახებ ყველა მხარეს ეცნობა არა მხოლოდ ზეპირად“, - აღნიშნა ზახაროვამ.

უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის, ალექსანდრ კუბრაკოვის ცნობით, მარცვლეულის ხელშეკრულების ვადა 120 დღით გახანგრძლივდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი