არსებობს ერთადერთი სუბიექტი, რომელიც ანადგურებს სიცოცხლეს: რუსეთი...მხოლოდ ერთი გზაა - რუსული არმიის განდევნა და ჩვენ ამას გავაკეთებთ - ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტმა საღამოს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში, უკრაინის მიერ, რუსეთისთვის დაწესებულ ახალ სანქციებზე ისაუბრა. ზელენსკის თქმით, სანქცირებულია 400-ზე მეტი ფიზიკური პირი და კომპანია, რომელთა უმეტესობა რუსულია, მაგრამ სიაში ასევე მოხვდნენ ირანელი და სირიელი პირები, რომლებიც ეხმარებიან რუსეთს. 

"უკრაინის სანქციები რუსეთზე გლობალური ზეწოლის ნაწილია. ყველა, ვინც აწარმოებს იარაღს უკრაინის წინააღმდეგ ტერორისთვის, ვინც ეხმარება რუსეთს აგრესიაში, განსაკუთრებით შაჰიდების მიწოდებით, ვინც მხარს უჭერს რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის განადგურებას, მარგინალიზებული უნდა იყოს მსოფლიოსთვის.

არსებობს ერთადერთი სუბიექტი, რომელიც ანადგურებს სიცოცხლეს: რუსეთი. სიცოცხლის დასაცავად მხოლოდ ერთი გზა არსებობს: აუცილებელია რუსული არმიის განდევნა უკრაინის მიწიდან და ჩვენ ამას გავაკეთებთ.

დიდება ყველა ჩვენს ჯარისკაცს, ვინც ახლა ბრძოლაშია! მადლობა ყველას, ვინც გვეხმარებით! მადლობა ყველას, ვინც წვრთნის ჩვენს ჯარისკაცებს, ვინც მკურნალობს დაზიანებებს, ვინც მოხალისეა და მხარს უჭერს უკრაინელების მებრძოლ სულს!
დიდება უკრაინას!" ამბობს ზელენსკი.

შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ სანქციები დაუწესა სირიის პრეზიდენტს ბაშარ ალ-ასადს, ასევე სირიის პრემიერმინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი