უკრაინამ ბაშარ ალ-ასადს სანქციები დაუწესა

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტმა სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განკარგულებაშია აღნიშნული, ასადის წინააღმდეგ სანქციები ძალაში იქნება 10 წელი. შეზღუდვები ითვალისწინებს აქტივების დაბლოკვას უკრაინაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში, კრძალავს ნებისმიერ სავაჭრო ტრანზაქციას და ა.შ.

სანქციები ასევე დაწესდა სირიის პრემიერმინისტრის, ჰუსეინ არნუსისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, ფეისალ ალ-მიკდადის წინააღმდეგაც. 

მთლიანობაში სანქციების ახალ სიაში 300 ადამიანი შედის. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი