უკრაინამ 400-ზე მეტ ადამიანსა და კომპანიას ახალი სანქციები დაუწესა - სიაში ირანელი და სირიელი პირებიც მოხვდნენ

გამოქვეყნდა:

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ 400-ზე მეტ ადამიანსა და კომპანიას ახალი სანქციები დაუწესა. მათი უმეტესობა რუსულია, თუმცა სიაში ასევე მოხვდნენ ირანელი და სირიელი პირები, რომლებიც რუსულ აგრესიას უჭერენ მხარს და ეხმარებიან.

„ეროვნული უშიშროების საბჭოს ახალი სანქციებია. 400-ზე მეტი ადამიანი და კომპანიაა. მათი უმრავლესობა რუსია. ეს არის ტერორისტული სახელმწიფოს შეიარაღებული ძალები, ასევე ესენი არიან ირანელი და სირიელი პირები, რომლებიც ეხმარებიან ტერორს. “ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა საღამოს ვიდეომიმართვაში.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის სანქციები რუსეთზე გლობალური ზეწოლის ნაწილია.

შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ სანქციები დაუწესა სირიის პრეზიდენტს ბაშარ ალ-ასადს, ასევე სირიის პრემიერმინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი