რუსეთი, სავარაუდოდ, უფრო ფართო სამხედრო მობილიზაციისთვის ემზადება - ბრიტანეთის დაზვერვა

გამოქვეყნდა:

​ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი, სავარაუდოდ, უფრო ფართო სამხედრო მობილიზაციისთვის ემზადება.

უწყების ცნობით, 13 მარტს რუსეთის დუმის წევრებმა წარადგინეს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, ჯარში 18-27 წლის კაცების ნაცვლად, 21-30 წლის კაცებს გაიწვევენ. ბრიტანული დაზვერვა აღნიშნავს, რომ დუმა კანონს, მაღალი ალბათობით, მიიღებს და ის 2024 წლის იანვრიდან ამოქმედდება.

18-21 წლამდე ასაკის კაცები უნივერსიტეტის გზით გაწვევისგან გათავისუფლებას ახერხებენ. ბრიტანული დაზვერვის თქმით, რუსეთს სურს შეცვალოს ასაკობრივი ჯგუფი, რათა უზრუნველყოს, რომ რამდენიმე წლის შემდეგ ამ სტუდენტების ნაწილს მაინც მოუწევს ჯარში იმსახუროს.

ცნობისთვის, 15 მარტს კრემლის პრესსპიკერი ჟურნალისტებთან საუბრისას ამტკიცებდა, რომ რუსეთში მობილიზაციის ახალი ტალღა არ განიხილება.

შეგახსენებთ, გასული წლის 21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. 28 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია დასრულდა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი