პესკოვის მტკიცებით, რუსეთში მობილიზაციის ახალი ტალღა არ განიხილება

გამოქვეყნდა:

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის მტკიცებით, რუსეთში მობილიზაციის ახალი ტალღა არ განიხილება.

"მობილიზაციის შესახებ კითხვას არაერთხელ ვუპასუხე. ამ საკითხზე მსჯელობა არ მიმდინარეობს. რაც შეეხება მონაცემთა ბაზის განახლებას, ვიმეორებ, რომ მისი განახლება მუდმივი სამუშაო. დეტალების დასაზუსტებლად შეგიძლიათ პირდაპირ მიმართოთ სამხედროებსა და თავდაცვის სამინისტროს", - თქვა პესკოვმა.

შეგახსენებთ, გასული წლის 21 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. 28 ოქტომბერს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია დასრულდა.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი