შავ ზღვაში ამერიკული დრონის ინციდენტთან დაკავშირებით საუბრობს კრემლის პრეს-სპიკერი. დიმიტრი პესკოვის თქმით, ეს რუსეთთან კონფლიქტში ამერიკის პირდაპირი მონაწილეობის ნიშანია.
“აშკარაა, რას აკეთებენ ეს დრონები და მათი მისია სულაც არ არის მშვიდობიანი მისია საერთაშორისო წყლებში გადაზიდვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. სინამდვილეში, ჩვენ ვსაუბრობთ ამ დრონების ოპერატორების პირდაპირ ჩართულობაზე კონფლიქტში და ჩვენს წინააღმდეგ”, - თქვა მან.
შეგახსენებთ, 14 მარტის საღამოს, რუსული სუ-27-ის გამანადგურებელი საერთაშორისო საჰაერო სივრცეში, შავი ზღვის თავზე ამერიკულ სადაზვერვო უპილოტო საფრენ აპარატს, MQ-9 Reaper შეეჯახა.