არც განაცხადი შემოსულა, არც დოკუმენტაცია - აზარაშვილი სააკაშვილთან პოლონელი ექიმების შეშვებაზე

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების შეშვებასთან დაკავშირებით სამინისტროში არანაირი განაცხადი არ შესულა. მისი თქმით, თუ შესაბამის დოკუმენტაციას უწყებაში წარადგენენ, საკითხს ოპერატიულად განიხილავენ.

"არანაირი აქცია საჭირო ამისთვის არ არის, თუ შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შესაძლებლობა აქვთ ამ ექიმებზე, ჯანდაცვის სამინისტრო ძალიან ოპერატიულად განიხილავს მოვიწვევთ კიდეც იმ საბჭოს, რომელ საბჭოზეც უნდა გავიდეს ეს და იმ შემთხვევაში თუ ყველაფერი წესრიგში აქვთ, ძალიან ოპერატიულად დავადასტურებთ. პროცედურა არის შემდეგი, შემოვა განაცხადი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, იხილავს ჩვენი სააგენტო და შემდეგ გააქვს საბჭოზე დასადასტურებლად, ნებართვის მისაცემად, არც განაცხადი შემოსულა, არც დოკუმენტაცია შემოსულა, და აქცია არ ვიცი რა აქცია არ მესმის", - ამბობს აზარაშვილი. 

იხილეთ ასევე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი