"ვულოცავ ჩვენი გუნდის ღირსეულ წევრს და რაგბის ფედერაციის პრეზიდენტს დავით კაჭარავას ამ გამარჯვებას", - ამის შესახებ "ქართული ოცნებიდან" დემარშით წასული დეპუტატი, "ხალხის ძალის" დამფუძნებელი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში წერს და რაგბის ნაკრების გამარჯვებას ულოცავს.
ქართული სპორტის კიდევ ერთი დიდი წარმატება!
გილოცავთ და ვულოცავ რაგბის ეროვნულ ნაკრებს ამ ბრწყინვალე გამარჯვებას!
ვულოცავ ჩვენი გუნდის ღირსეულ წევრს და რაგბის ფედერაციის პრეზიდენტს დავით კაჭარავას ამ გამარჯვებას!, - დაწერა ხუნდაძემ.
ცნობისთვის, რაგბის კავშირის პრეზიდენტი სოსო ტყემალაძეა. დავით კაჭარავა კი რაგბის ფედერაციის
გამგეობის თავმჯდომარეა.