გახარიას თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების მნიშვნელობაზე ვესაუბრე - მაიკ პომპეო

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების მნიშვნელობის შესახებ ვესაუბრე, - აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, ამის შესახებ "Twitter-ზე" დაწერა.

დღეს ვესაუბრე პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას ოქტომბერში თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების მნიშვნელობის შესახებ. ჩვენ ყოველთვის დავუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ - წერს პომპეო.

აღსანიშნავია, რომ მაშინ, როცა აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ყურადღებას 2020-ის საპარლამენტო არჩევნებზე ამახვილებს, საქართველოს მთავრობის განცხადებაში ძირითადი აქცენტი პანდემიასთან ბრძოლის საკითხებს დაეთმო. 

მაიკ პომპეოსა და გიორგი გახარიას შორის სატელეფონო საუბარი 27 ივლისს შედგა. 

შეგახსენებთ, მაიკ პომპეომ  24 ივლისს ასევე თქვა, რომ შეერთებული შტატები არასოდეს შეეგუება რუსეთის მხრიდან საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტზე თავდასხმას

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი