შეერთებული შტატები რუსეთის მხრიდან საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტზე თავდასხმას არასდროს შეეგუება, - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, უელესის დეკლარაციის 80-წლისთავისადმი მიძღვნილ წერილობით მიმართვაში თქვა.
შეერთებული შტატები არასოდეს შეეგუება რუსეთის მხრიდან საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტზე თავდასხმას, ყირიმის ანექსიას, აღმოსავლეთ უკრაინაში დესტაბილიზაციის მომწყობთა მხართჭერას თუ აფხაზეთისა და სამხეთ ოსეთის ოკუპაციას, - აცხადებს პომპეო.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში, ქვეყნის პირველი დიპლომატი ბალტიისპირეთის საბჭოთა კავშირში შესვლის საკითხსაც შეეხო.
ამერიკის შეერთებულ შტატებს არასოდეს უღიარებია ბალტიიპირეთის საბჭოთა კავშირში იძულებითი შესვლა, - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ უელესის დეკლარაცია 1940 წელს შეერთებული შტატების მაშინდელმა სახელმწიფო მდივანმა, სამნერ უელესმა შექმნა და საბჭოთა კავშირის მიერ ბალტიის ქვეყნების ოკუპაცია ღიად დაგმო.