"ეს არის მოკლეფეხებიანი ტყუილი" | ჩალაძის პასუხი ბრეგაძეს

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიორგი ჩალაძის თქმით, რატი ბრეგაძის განცხადება, რომ თითქოს იუსტიციის სამინისტროს პოლონელი ექიმების ჯგუფის დაშვებასთან დაკავშირებით ოფიციალური ცნობა არ მიუღიათ, ტყუილია.

"დღევანდელი ინფორმაცია, რაც მან [რატი ბრეგაძემ] გააჟღერა, არის ტყუილი, ეს არის ძალიან მოკლეფეხებიანი ტყუილი, არის სულ 1-საათიანი ტყუილი, რომელიც მტკიცდება მისივე უწყებიდან მიღებული დასკვნით, რომ განცხადება რეგისტრირებულია იუსტიციის სამინისტროში.

ბატონო რატი, მინდა, მოგმართოთ თხოვნით და გაგაფრთხილოთ, ნებისმიერი ცრუ ინფორმაცია და არასწორი ინტერპრეტაცია ნებისმიერი საკითხის ზუსტად ისეთივე გამოხმაურებას პოვებს ჩვენგან, მაგრამ ეს არ არის ჩვენი მიზანი", - ამბობს გიორგი ჩალაძე.

ჩალაძის თქმით, მათი მიზანია, რაც შეიძლება სწრაფად შესრულდეს ქვეყნის პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და რატი ბრეგაძის პირობა, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაუშვებენ ევროკავშირის სამედიცინო მისიას, რომლის ინიციატორიც პოლონური მხარეა. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი