"მსოფლიო არ უნდა მოატყუოს ჩინეთის "სამშვიდობო წინადადებებმა" | ბლინკენი

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ მსოფლიო არ უნდა მოატყუოს ჩინეთის "სამშვიდობო წინადადებებმა", რადგან ეს შეიძლება იყოს რუსეთის დასახმარებლად 
დროის დაგვიანების ტაქტიკა. 

მისივე თქმით, აშშ მიესალმება ნებისმიერ დიპლომატიურ ნაბიჯს, რომელიც მიმართულია "სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობისკენ", მაგრამ მანვე გამოთქვა ეჭვი, რომ ჩინეთი იცავს უკრაინის "სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას".

"ნებისმიერი გეგმა, რომელიც არ ანიჭებს პრიორიტეტს ამ მნიშვნელოვან პრინციპს, საუკეთესო შემთხვევაში, შეჩერებული ტაქტიკაა ან უბრალოდ ცდილობს, ხელი შეუწყოს უსამართლო შედეგს. ეს არ არის კონსტრუქციული დიპლომატია", - ამბობს ბლინკენი

როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა  აღნიშნა, "მოწოდება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელიც არ გულისხმობს რუსული ჯარების გაყვანას უკრაინის ტერიტორიიდან, რეალურად ნიშნავს რუსული დაპყრობების აღიარების მხარდაჭერას“.

ბლინკენმა ასევე  მხარი დაუჭირა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პოზიციას, რომელიც ითხოვს უკრაინიდან რუსული ჯარების გაყვანას.

"თუ ჩინეთი მზადაა მხარი დაუჭიროს ომის დასრულებას გაეროს წესდების პრინციპებზე დაყრდნობით, როგორც ეს გათვალისწინებულია მისი გეგმის პირველ პუნქტში, მას შეუძლია პრეზიდენტ ზელენსკისთან და უკრაინასთან ამ საფუძველზე და გამოიყენოს თავისი გავლენა მოსკოვის იძულებისთვის. გაიყვანოს თავისი ჯარები“, - თქვა მან.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი