პუტინის თქმით, ჩინეთის სამშვიდობო გეგმას სი ძინპინთან შეხვედრისას განიხილავს

გამოქვეყნდა:

"ყურადღებით გავეცანით ჩინეთის მიერ უკრაინაში სიტუაციის მოგვარების შესახებ შემოთავაზებულ გეგმას, რა თქმა უნდა, მისი განხილვის შესაძლებლობა გვექნება", - ამის შესახებ განცხადება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, სი ძინპინთან შეხვედრისას გააკეთა. 

პუტინის თქმით, ისინი პატივს სცემენ ჩინეთის ინიციატივას, მოაგვარონ სიტუაცია უკრაინაში. 

მისივე თქმით, მან იცის, რომ ჩინეთმა გეგმა სამართლიანობის პრინციპებისა და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური დებულებების დაცვით შეიმუშავა. 

შეგახსენებთ, რომ ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში დღეს ჩავიდა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი