ჯანკოიში, გასულ ღამეს მომხდარი აფეთქებების შემდეგ, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

გამოქვეყნდა:

რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ქალაქ ჯანკოიში, გასულ ღამეს მომხდარი აფეთქებების შემდეგ, მუნიციპალურ დონეზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ინფორმაცია ამის შესახებ ქალაქის "ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა" იგორ ივინმა გაავრცელა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ანექსირებულ ყირიმში რუსული საკრუიზო რაკეტები განადგურდა. უწყება ამბობს, რომ ისინი მატარებლით გადაჰქონდათ ქალაქ ჯანკოიში.

უკრაინის ხელისუფლებას პირდაპირ არ აუღია პასუხისმგებლობა თავდასხმაზე, მაგრამ განაცხადა, რომ ეს ემსახურება რუსეთის  შემდგომ დემილიტარიზაციას და ყირიმის ნახევარკუნძულის დეოკუპაციისთვის მომზადებას.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ამტკიცებს, რომ მომხდარის გარემოებებს იძიებს, თუმცა წინასწარი მონაცემებით, უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევებმა დააზიანა სახლი და მაღაზია, დაშავდა ერთი ადამიანი. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი