უკრაინის თავდაცვა ამბობს, რომ ანექსირებულ ყირიმში რუსული საკრუიზო რაკეტები განადგურდა

გამოქვეყნდა:

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ ორშაბათს გვიან განაცხადა, რომ მათი მხრიდან დარტყმამ გაანადგურდა რუსული საკრუიზო "კალიბრის" ტიპის რაკეტები. უწყება ამბობს, რომ ისინი მატარებლით გადაჰქონდათ რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში, ქალაქ ჯანკოიში.

უკრაინის ხელისუფლებას პირდაპირ არ აუღია პასუხისმგებლობა თავდასხმაზე, მაგრამ განაცხადა, რომ ეს ემსახურება რუსეთის  შემდგომ დემილიტარიზაციას და ყირიმის ნახევარკუნძულის დეოკუპაციისთვის მომზადებას.

ანექსირებული ყირიმის ე.წ. ხელმძღვანელმა, სერგეი ასკიონოვმა დაადასტურა, რომ იყო დარტყმა და რეგიონის საჰაერო თავდაცვის სისტემა გააქტიურდა. ასკიონოვის თქმით, ერთი ადამიანი დაშავდა და ორი შენობა დაზიანდა. 

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ყირიმში რუსეთის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი აეროდრომი მდებარეობს, მათაგნ ერთი ჯანკოიში. ასევე, უწყება ამბობს, რომ ჯანკოი არის საკვანძო საგაზო და სარკინიგზო კვანძი, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს სამხრეთ უკრაინაში რუსეთის ოპერაციების მომარაგებაში.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი