კუბოს ფორმის საყვავილეები ოზურგეთის საკრებულოში დაპირისპირების მიზეზი გახდა

გამოქვეყნდა:

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ხმაურითა და ურთიერთდაპირისპირებით დაიწყო.
დეპუტატმა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან"  დავით მჟავანაძემ ოზურგეთის ცენტრალური მოედნის რეაბილიტაციის შემდეგ, იერსახე გააპროტესტა, იქ დადგმულ საყვავილეებს ,,კუბოები" უწოდა, ფოტოები კი სხდომათა დარბაზში გამოფინა. მისი თქმით, აღნიშნული ადგილი რეაბილიტაციამდე ბევრად უფრო მიმზიდველად გამოიყურებოდა და ის მხოლოდ იმიტომ შეცვალეს, რომ წინა ხელისუფლების დროს იყო განხორციელებული.

მიმდინარე პროექტი   ევროკავშირის გრანტიდან ხორციელდება და მისი ღირებულება  2 მილიონ ლარამდეა. ,,ქართული ოცნების" დეპუტატების თქმით ოპოზიციის ბრალდებები უსაფუძვლო და ცილისმწამებლურია. ,,ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

ამავე თემაზე:

  1. ოზურგეთში კუბოს ფორმის საყვავილეების მოწყობა ბიუჯეტს ₾2.15 მილიონი დაუჯდა - "ფლანგვა"
     
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი